სამყაროვ,შეწყვიტე ომი

თათიას პირველი პოსტი ბლოგზე:

ქართველებს საამაყო ისტორია გვაქვს. განა ბევრია ჩვენნაირი ერთი ციცქნა ერი,რომელმაც ამდენი მტრის შემოსევა გადაიტანა და მებრძოლი და თავგანწირული ვაჟკაცების წყალობით გადარჩა. უნდა ვიამაყოთ! უნდა მივბაძოთ ჩვენს სახელოვან წინაპრებს,რომლებმაც საკუთარი სისხლის ფასად ამ სახით შემოგვინახეს საქართველო.

(ყანწი დაცლილია)

შემთხვევით,ეს ის საქართველო ხომ არ არის,სადაც ერთპიროვნული მმართველობაა,რომლის ლიდერის ნაქადაგევი დემოკრატია ყვავის. რომელიც, სინამდვილეში, სულაც არ არის დემოკრატია და ფარისევლობაა. სადაც იმაზე მეტი ფინანსური მაქინაცია ტრიალებს ეკლესიაში, ვიდრე შევარდნაძის დროს სასამართლოებში ტრიალებდა. სადაც ხალხის 90% ჰომოფობი და ქსენოფობია სადაც ჯერ კიდევ გონიათ რომ აპკი -ქალიშვილობის,ქალიშვილობა კი პატიოსნების გარანტიაა, სადაც ნოდარ მელაძეს უფლებას აძლევენ გადაცემა წაიყვანოს, სადაც სიტყვა „სექსის“ გაგონებაზე ღიმილს ვერ იკავებენ,სადაც ნაგვის ყუთიდან 2მეტრის მოშორებით ნაგავი ყრია,სადაც ზღვაში ცურვისას პრეზერვატივი გეკრობა, სადაც ყველაზე დაკომპლექსებული გოგოც კი მედიაზე თავისუფალია, სადაც ბობ დილანი ჩამოიყვანეს და არ ამღერეს, სადაც ტოტოკუტუნიო ჩამოიყვანეს და ამღერებენ; იგლესიასსაც (მთელი ოჯახით), შაკირასაც, არაშსაც და ტიმატისაც.

საიდან სადამდე წავედი. პოლოტიკიდან – სამოქალაქო აზროვნებამდე. სამოქალაქო აზროვნებიდან – კულტურამდე. და აი,ქვეყნის ამ სამი შემადგენელი ერთეულიდან,რომელს არ აქვს ჩვენი სასახელო წინაპრების მიერ სისხლით მორწყულ მიწაზე ყლის ფორმა მიღებული?

აი რა სახისაა დღეს ეს ქვეყანა. ყანწის დაცლამდე კი რეალობა არავის ახსენდება. მხოლოდ წარსული,რომელიც ომებითაა გაჯერებული. და მე ვთვლი ის არანაკლებ სასირცხვილო გვაქვს ვიდრე აწმყო.

დიახ,სასირცხვილო და არა საამაყო. მეომრები რომლებიც დაიღუპნენ სინამდვილეში საბრალოები არიან და არა მისაბაძები.

ძალიან შორს არც მჭირდება წასვლა. 2008წლის ომს გავიხსენებ. იგი მეც შემეხო.

რა იყო ეს ომი? ათასობით სახლიდან გამოძევებული ადამიანი, გადამწვარი ტყეები, დანგრეული ქალაქები და სოფლები,ოკუპირებული ტერიტორია, საქვეყნო შიში და პანიკა, და რაც მთავარია – უამრავი დაღუპული ჯარისკაცი და უბრალოდ მშვიდობიანი მოქალაქე. და რისთვის ეს ყველაფერი? – არაფრისთვის.

ისინი არ არიან ჩემთვის გმირები. მათ სამშობლოსთვის თავი არ გაუწირავთ, მათი დახოცვით არაფერი შეცვლილა. მათ იძულებით დაატოვებინეს ოჯახები, დატოვეს ცხოვრება რომელიც ქონდათ, ან ექნებოდათ. ისინი იმუშავებდნენ, ეყოლებოდათ შვილები, ნახავდნენ ფილმებს, დალევდნენ, იცეკვებდნენ და დატკბებოდნენ ცხოვრებით. ჯობია „დატკბებოდნენ ადამიანური ურთიერთობებით“. მაგრამ ისინი შეეწირნენ დიქტატორების მიზნებს და ახირებებს,რომელბსაც, მე თუ მკითხავთ, პოლიტიკურზე მეტად პირადი დაპირისპირება აქვთ.

ამ ყველაფრის შემდეგ კი საბრალო ჯარისკაცებს გმირებად აცხადებენ და ყველა ერთხმად მოგვიწოდებს მათზე სწორებას და მათი მიბაძვისკენ. რელობას კი ყანწმომარჯვებული კაცის არ იყოს,არც არავინ უსწორებს თვალს. „გმირები არიან ჩვენი ვაჟკაცები,სამშობლოსთვის თავი რომ გაწირეს და დაიღუპნენ ომში…“ – აბა რა

(და მეორე ყანწიც დაცლილია)

ბობ დილანი ტყუილად არ ვახსენე. მას აქვს ასეთი ბალადა ჯონი ბრაუნზე.

ჯონი ბრაუნი ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი ბიჭი იყო. ალბათ როგორც ყველა ამერიკელ ბიჭს,მასაც აინტერესებდა ბეისბოლი, არ ჰქონდა 21 წლამდე ალკოჰოლი გასინჯული, მოსწონდა ვინმე ქერათმიანი ბეტი და ა.შ.

ჯონ ბრაუნი ერთ დღესაც ომში გაიწვიეს. ეს ამბავი ყველაზე მეტად ჯონის დედას გაუხარდა.იგი არიგებდა ჯონის, კაპიტნის ყოველი სიტყვა დაეჯერებინა, რომ სახლში ბევრი მედლით დაბრუნებულიყო. ჯონი ომში წავიდა. დედა ბედნიერი იყო. მეზობლებთან, ნათესავებთან და მეგობრებთან ამაყობდა შვილის ჯარისკაცობით. თავიდან მას ხშირად წერილებს წერდა. მოგვიანებით წერილები შეწყდა. 9თვის განმავლობაში მისგან არაფერი ისმოდა. ერთხელაც ჯონის დედამ მიიღო შეტყობინება, ჯონი ბრუნდებოდა. დედას მის მატარებელს უნდა დახვედროდა…….

მატარებელი ჩამოდგა. ვაგონები ცარიელდებოდა ჯარისკაცებისგან. არსად ჩანდა ჯონი. უცებ სადგურში თავმოყრილი ხალხის ზღვა ორად გაიპო. გზას უთმობდნენ ჯარისკაცს,რომელსაც ცალი ხელი არ ჰქონდა,სახე დასახიჩრებოდა, ხოლო ფეხზე დგომაში მეტალის სარტყელი ეხმარებოდა. ჯონის დედამ ჯარისკაცში საკუთარი შვილი ამოიცნო.

- „ გახსოვს დედა, როცა ომში მივდიოდი,
შენ გჯეროდა,რომ ეს იყო საუკეთესო რისი გაკეთებაც შემეძლო.
როცა მე ბრძოლის ველზე ვიყავი,
ამ დროს შენ სახლში სიამაყით ივსებოდი. გიხაროდეს, რომ ჩემს ადგილას არ იყავი.
ვფიქრობდი, რა მინდა აქ,
რისთვის ვდგავარ,რომ ვინმე მოვკლა ან მოვკვდე?
თუმცა ყველაზე მეტად რამაც შემზარა, ეს იყო როცა მტრის ჯარისკაცი სახე, როცა ის მომიახლოვდა, ზუსტად ისეთივე როგორიც მე მქონდა, ზუსტად ჩემნაირი…
მე მას ვერაფრით დავეხმარე,თუმცა მივხვდი,
ამ გადაკარგულ ჯურღმულში,შენგან შორს,
მე ვიყავი ერთი რიგითი მარიონეტი მათ თამაშში. თუმცა უცებ საშინელმა ხმაურმა გამაყრუა,ხოლო ბოლმა თვალები დამიბნელა.“

ჯონი დედას მიუახლოვდა და ხელში მედალი ჩაუდო.

ეს სიმღერა ბობ დილანმა, „თაობის ხმამ“, როგორც მას ეძახდნენ, 1962 წელს დაწერა. ამ პატარა ბალადაში მან მილიონობით ჯონი ბრაუნზე მოგვითხრო, რომელიც ომის მსხვერპლი აღმოჩნდა. რიგითი მარიონეტი მათ თამაშში.
სიმღერის ოფიციალური ჩანაწერი არ არსებობს და ის მხოლოდ ერთხელ შესრულდა რადიო გადაცემაში. მიუხედავად იმისა,რომ ბობ დილანი 60-იანების ამერიკის მთავარ კულტადაა აღიარებული, ამ სიმღერამ ბევრი ვერაფერი შეცვალა. ვერც ამან და ვერც მისმა სხვა პაციფისტურმა ბალადებმა (რომელთა ირონიული ტექსტი ზუსტად პასუხობდა იმ პერიოდის აქტუალურ მოვლენებს) ცვლილება არ მოიტანა.

შეიძლება ითქვას, რომ ბობ დილანი იყო ჰიპებმა ამბოხის ერთგვარი ინსპირაცია ახალგაზრდების „თაობის სინდისი“(როგორც მას თავად იმ დროის ამერიკულმა ახალგაზრდობამ უწოდა), მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება,რაც არ უნდა ებობდილანა ბობ დილანს (და სხვა პაციფისტ კულტურულ მოღვაწეებს) ამერიკა კვლავ არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე მილიტარისტული სახელმწიფო.

საქართველოთი დავიწყე, მერე ბობ დილანდე გადავხტი, მერე ამერიკაზე. რა გასაკვირია,რომ ამ ნაჯღაბნის მთელი პათოსი „სამყაროვ შეწყვიტე ომი და დაეტიეთ ყველანი ადგილებზე“. რა სასაცილოდ ჟღერს ეს გულუბრყვილო გლობალური სურვილები. არადა ძალიან მარტივი მგონია.

დაეტიეთ და მორჩა!

თითო კაცების რბოლა

რამდენიმე დღის წინ თათიამ მკითხა, თუ რატომ აღარ ვწერდი ბლოგზე აქტიურად. პრინციპში მეც მაწუხებს ეს ამბავი. მივხვდი რომ დავიღალე. საერთოდაც აქვს აზრი რამის დაწერას? როცა უკვე ყველაფერი ითქვა და ყველაფერი დაიწერა. ვიღაცები წერენ ბლოგებს, რომელსაც განიხილავენ სხვები, ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან. წყვეტენ ერთმანეთს, თუმცა ბოლოს ყველა ისევ ისე აგრძელებს როგორც მანამდე. ისე რეალურ ცხოვრებაშიც ასეა. ამიტომ მეც დავწერ ამ პოსტს.

ქართული ტელევიზიებიდან ნაგვის დიდი ოდენობა გადმოედინება. ის გადაცემები რომლებსაც ყოველდღე ვხედავთ ტელევიზორში მხოლოდ ტვინის დაბინძურებას ემსახურება და არაფერს ღირებულს არ ტოვებს. ჰო, ეგ გადაცემები არცაა იმისთვის რომ ადამიანს რამე დაუტოვოს. მაგრამ მგონი იმდენი მაინც უნდა შეძლოს რომ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ აგრესია არ გაუჩინოს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სერიოზული პრობლემები არ შეუქმნას. მითუმეტეს საქართველოში სადაც ისედაც პრობლემები აქვთ უმცირესობებს. მაგალითად ნოდარ მელაძის გადაცემა, რომელმაც ქვეყანაში არსებული ყველა სუბკულტურის წარმომადგენელი ერთი ხელის მოსმით სატანისტებად გამოაცხადა. აჩვენეს ახალგაზრდების სურათები და პირდაპირ თქვეს რომ ისინი სატანისტები არიან. ასევე ჩამოთვალეს ნიშნები რის მიხედვითაც შეგიძლიათ ქუჩაში ამოიცნოთ სატანისტი და არ მისცეთ საშუალება ასეთ ადამიანს თქვენს შვილთან იმეგობროს. ამის გამო ბევრ ადამიანს, რომელსაც უბრალოდ აქვს გრძელი თმები, აცვია განსხვავებულად და უსმენს როკს შეექმნა პრობლემები და რამდენიმეს მოკვლითაც დაემუქრნენ. ამ გადაცემამ აღაშფოთა საზოგადოება.

ყველა აგინებდა ბავშვებს, რომლებიც არ არიან სატანისტები და რომლებიც ერთი ძალიან ცუდი ჟურნალისტის უნიჭოდ მოწყობილი სკანდალური შოუს მსხვერპლები გახდნენ. რამდენიმე ადამიანი,ვინც ამ ფოტოებზე იყვნენ გამოსახულები მაღაზიიდან გააგდო გამყიდველმა, არ ვემსახურებით ჩვენ სატანისტებსო. ამ გადაცემის და მის მიერ დაზარალებული ახალგაზრდების გამო აქციაც გაიმართა ,,იმედთან“, სადაც ძალიან ცოტა ხალხი მოვიდა და რათქმაუნდა არაფერი შეიცვალა. აბა ვინ დახურავს ყველაზე რეიტინგულ გადაცემას ვიღაც 20 უსაქმურის გამო, რომლებსაც არ დაეზარათ და იმ სიშორეზე მივიდნენ „იმედის“ ოფისთან. მერე რა რომ ერთ-ერთ ადამიანს ვინც ფოტოებზე აჩვენეს ქუჩაში მეზობლები იესო ქრისტეს სახელით დაწვას უპირებდნენ. მერე რა რომ ეს გადაცემა ყოველთვის არღვევს ჟურნალისტიკის ეთიკის კანონებს. მთავარია ხალხი უყურებს. ბევრი ილაპარაკეს ამაზე, ბევრიც აგინეს ნოდარ მელაძეს, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა.

„ნოდარ მელაძე“ მამაკაცის სასქესო ორგანიზმის სინონიმიც კი გახდა უკვე. მაგრამ უკვე ყველაფერი წყნარდება და ალბათ მალე ამ ამბავსაც ყველა დაივიწყებს. გუშინ კიდევ საქართველოს ძვირფასი პატრიარქი გამოვიდა და ქალებს ქმრების მორჩილებისკენ მოუწოდა. ამაზე მხოლოდ ფეისბუქში ატეხეს ერთი ამბავი ფემინისტებმა და არა მარტო მათ. ჯერ მაინც ვერავინ ბედავს მივიდეს საპატრიარქოსთან და გამართოს აქცია. რომ ერთხელ და სამუდამოდ დაინახოს მაგ ხალხმა რომ მაგათ ყოველ უაზრო და უპასუხისმეგებლო განცხადებას ხალხი ასე აღარ მოითმენს. ყველას ეშინია იქ მისვლის, რადგან იგივე ფეისბუქში პატრიარქს გამოუჩნდნენ დამცველები. ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები, რომლებსაც მიაჩნიათ რომ ცოლი მათი მსახური უნდა იყოს, საჭმელი დაახვედროს და სახლში რომ მივა მთვრალი ნასკი უნდა გახადოს. ასევე პატრიარქს მოუწონეს განცხადება ქალებმა, რომლებსაც მონობა უკვე ხასიათში გადაუვიდათ და უკვე თავისი აზრიც აღარ გააჩნიათ.
ჰო, ამ მსუბუქი სულელური განცხადების გამო ვინ უნდა გამართოს აქცია (ეს ხომ ჩვენს ქვეყანაში ნორმაა და ამას სულელურად ბევრი ვერ აღიქვამს). როცა რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ქუჩაში ატირა ქალი სანთლების გაყიდვის გამო. აქ სანთლებს რომ ყიდი ლიცენზია თუ გაქვსო. მგონი სასაცილოც კია ამაზე საუბარი. ეს ხომ მაფიაა, ჩვეულებრივი მაფია, რომელიც ანაფორაშია გამოწყობილი. დადის და ითხოვს წილებს ყველგან და ყველაფერში. ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.

მაგრამ ხალხმა ესეც ჩვეულებრივ ამბად მიიღო და არავინ ამოიღო ხმა. როცა ასეთ რამეზე ხმას არავინ ამოიღებს აბა იქ პატრიარქის „სექსისტური“ განცხადება პატრიარქალურ ქვეყანაში აბა რა მოსატანია აღსაშფოთებლად. მრევლი ყველაფერს გაიგებს და მრევლი ყველაფერს გაამართლებს.
ისე, ეს მრევლი „ტაბულას“ სასტავს მაგონებს, ხელისუფლებამ რაც არ უნდა სულელური და გიჟური გადაწყვეტილება მიიღოს, ესენი ოსტატურად, ყველანაირი ხერხის გამოყენებით ამართლებენ ხელისუფლებას და ბოლოს ისე გამოდის, რომ შენ ხარ დებილი და მაგარი ხელისუფლება გვყავს. ხოდა, მრევლი მაგონებს „ტაბულას“ თუ პირიქით ეგ ვერ გავარკვიე, მაგრამ მაგრად გვანან ერთმანეთს.

ხელისუფლებაზე და ოპოზიციაზე ლაპარაკი უბრალოდ აღარც შეიძლება. საერთოდ რას აკეთებენ, რას ბოდავენ მგონი თვითონაც არ იციან. ქვეყანა უკვე ცირკს დაამსგავსეს, ეკლესიასთან ერთად. ოღონდ ძალიან ცუდი საცირკო წარმოდგენით, რომელზეც უკვე აღარავის ეცინება. გუშინ ტელევიზორთან მოვხვდი და ვუყურებდი, მიშამ ახალი ავტოდრომი გახსნა რუსთავში და იმ ტრასას თავისი ბოლიდით ბევრი წრე დაარტყა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, მიშა მარტო იყო ტრასაზე და მარტო ურტყამდა კრუგებს ტრასას. ტ.კ „იმედი“ კი პირდაპირ ეთერში გადმოცემდა 10 წუთის განმავლობაში. ე.ი რა კარგად ჩანდა ამ 10 წუთიან რეპორტაჟში ზოგადად ქართული ტელევიზიების სახე, თუ როგორ აშუქებენ ისინი ერთი ადამიანის რბოლას.
სავარაუდოდ ეს „ერთი კაცის რბოლა“ გაგრძელდება, ოღონდ სახელი შეიცვლება. მიშას ბიძინა ჩაანაცვლებს. ზოგადად ეგ ადამიანი მომწონდა, ვიცოდი რომ ბევრი კარგი საქმე ქონდა გაკეთებული, ადამიანებს ეხმარებოდა და არ ტოვებდა გაჭირვებაში, მაგრამ რაც ტელეეკრანებზე გამოჩნდა და პოლიტიკური ამბიციები განაცხადა მთლიანად შემეცვალა წარმოდგენა მასზე. რას ლაპარაკობს, რას ბოდავს ნეტავ თვითონ მაინც იცოდეს რა უნდა. მეტი რაღა უნდა, საქართველოს ბიუჯეტზე მეტი ფული აქვს და წავიდეს რა თავს მიხედოს. რა შემადგენლობა შეკრიბა, ძველი, კარგად ნაცნობი და მწარე გამოცდილებებით. მოკლედ, მე ვვარაუდობ რომ ეგ თუ ხელისუფლებაში მოვიდა არ მოვიწყენთ ალბათ და მაგრად გავერთობით. მაგრამ სადამდე გაგრძელდება გართობა და როდის მოგვბეზრდება გართობა ეგ არ ვიჯი ჯერ. როდის გამოვა გრეჩიხა ქუჩაში და როდის დაუძახებს ბიძინა მოვდივართო. ისე მე უკვე მომბეზრდა მაგის წარმოდგენები და ჯობია ახლავე შეწყვიტოს.

კიდევ არის რაღაცები, რაც ალბათ არ შეიცვლება. მღვდლები ისევ გაავრცელებენ სიბნელეს და მოითხოვენ წილებს სანთლიდან, მრევლის დაბნელებული ნაწილი ალბათ ისევ მოითხოვს ვიღაცების ცეცხლზე დაწვას იესო ქრისტეს სახელით, ბუბა ისევ იმღერებს, პაატა ბურჭულაძე ალბათ კიდევ უფრო მეტ ეკლესიას ააშენებს, პატრიარქი ისევ იპატრიარქებს და ქალებიც კიდევ დაიჩაგრებიან, ბიძინა კი ახლა უფრო ხშირად მოგვიყვება ანეკდოტებს და არც სიტყვის თავისუფლებაზე გვექნება პრეტენზია. სტუდენტები ისევ იწუწუნებენ, რომ უნივერსიტეტში არაფერს ასწავლიან, ამის გამო არ მოვლენ ლექციებზე, მაგრამ შუალედური გამოცდების დროს მიაწყდებიან უნივერსიტეტებს.

ჰოდა მერე, მრავალი მრავალი წლის შემდეგ ალბათ მეც წავალ ამქვეყნიდან.

სამყაროს ქცევის შესახებ, რომელიც ეძებს მშვენიერს მთავრობის წინააღმდეგ

ალენ გინზბერგი

თარგმანი ინგლისურიდან: გ. ხასაია, გ. წურწუმია

არის კი ეს ერთადერთი გზა, დავემსგავსოთ ინდიელებს, მარტორქებს,
კვარცის კრისტალებს, მიწაზე მომუშავე გლეხებს, ადამს და ევას ჩვენს წარმოსახვაში,
როცა ერთმანეთს ეფერებოდნენ მოცახცახე კიდურებით,
სანამ რევოლუციური სექსის გველი ცნობადის ხეს შემოეხვია?
ნეტა, ბოლოს რა უნდა ეხუმრა როკე დალტონს,
მასობრივი სამხედრო ტაქტიკის საკითხებზე რომ კამათობდა საკუთარ ამხანაგებთან
და კბილებს ავტომატის ჯერივით აკაწკაწებდა?
აუცილებელია, ამოჟლიტო იანკები უზარმაზარი ბომბით
ჰო, მაგრამ მთლად შენს ჭკუაზე ნუ იმოქმედებ, აჯობებს რჩევა დედაშენს კითხო,
სწორ გზაზე რომ დაგაყენოს, ან, ვთქვათ, რემბოსთან გაიარე კონსულტაცია, რომელმაც ერთხელ ფეხი დაკარგა,
ან ლენინთან, რომელმაც მეორე დამბლის მერე კრუპსკაიას პირით სიტყვა შეუთვალა უხეშ ქართველს, ამ დროს კი, ზუსტად მის გარდაცვალებამდე, ჩეკისტები მის კარებთან იდგნენ
და მკაცრი და მშვიდი გამომეტყველებით არწმუნებდნენ, რომ საქმე სანდო კაცის ხელშია და მისი განძრევის საჭიროება არ არსებობს – ნეტა, ასეთი რა დაავადება მიცოცავდა მისი მუცლის ღრუდან ტვინისკენ?
რას ფიქრობდა ხლებნიკოვი, როცა იდგა მშიერ მატარებელზე და მზეს უშვერდა შიშველ მუცელს?
ან მაიაკოვსკი, სანამ ტყვია ტვინს გაასხმევინებდა, როგორი ბასრი პროპაგანდით იმოქმედებდა
ბიუროკრატიული ბრძოლის ველზე უკრაინის სოფლის კოლექტიური მეურნეობის სამინისტროში?
რა სლოგანს ამზადებდა ფუტურისტი არქიტექტორებისთვის ან რა ეპიკურ ჰიმნს მომავალში პარტბილეთის მფლობელი კომუნისტური მასებისთვის
სამყაროს ქცევის შესახებ, რომელიც ეძებს მშვენიერს მთავრობის წინააღმდეგ?

მე მრცხვენია

მრცხვენია რომ ცუდად ვსწავლობდი
მრცხვენია რომ უწიგნური ვარ
მრცხვენია რომ აკადემიაში მოვხვდი და არა ჩავაბარე
მრცხვენია რომ ამ სემესტრში საგნები შემეტენა

მრცხვენია რომ ქვეყანაში განათლება პრივილეგიაა
მრცხვენია რომ აქციებზე გამოსვლა ახალგაზრდობის დიდი ნაწილისთვის გოიმობაა
მრცხვენია რომ ახალგაზრდებს გვძინავს და პოხუისტები ვართ

მრცხვენია რომ ქართველი ვარ და უფრო მრცხვენია არაფერს ვაკეთებ ამ ქვეყნიდან გასაქცევად
მრცხვენია რომ ამ ქვეყანაში ქალიშვილობის ინსტიტუტი არსებობს და იქ აბარებენ
და იმისაც მრცხვენია რომ ქართული ტელევიზიები ამ თემას მუდმივად ატრიალებენ და რეიტინგებს იწერენ.პრობლემის მოგვარებაზე არავინ ფიქრობს.

მრცხვენია რომ ახლა ამ გადაცემას ვუსმენ და პოსტის წერაში ხელს მიშლის.

მრცხვენია რომ ქვეყანის სიყვარული მხოლოდ სუფრაზე ვიცით
მრცხვენია რომ ქართველი მამაკაცები სუფრაზე მთვრალები ზასაობენ და რომ გაიგონ მისი შვილი გეია შეიძლება მოკლას
მრცხვენია რომ ჩემ კურსელებს გეი ვგონივარ,მხოლოდ იმიტომ რომ გეი მეგობრები მყავს და ამის მერეც ვეგონები რამდენიმეს.
მრცხვენია რომ ჩემი ამ თემისადმი ასეთი დამოკიდებულების გამოც ვგონივარ ბევრს გეი
მრცხვენია რომ არსებობენ ადამიანები რომელთა ორიენტაციას პატივს ვცემ და ისინი არ ცემენ ჩემს ორიენტაციას პატივს.

მრცხვენია რომ ბლოგერი ვარ
მრცხვენია რომ რაღაცას ვწერ და მერე დებილივით ველოდები ვინ დამილაიქებს და რა კომენტარს დამიწერს.
მრცხვენია რომ ბლოგერების დიდ თემთან ვასოცირდები
მრცხვენია რომ დამოუკიდებელი ბლოგერები მინისტრებთან შეხვედრებზე დადიან
მრცხვენია რომ ბიძინისტს მეძახიან მხოლოდ იმიტომ რომ მიშა არ მიყვარს

მრცხვენია რომ ადამიანებმა არ იციან ვისთან ილაპარაკონ პირად თემებზე
მრცხვენია რომ ადამიანები ერთმანეთის პირად ცხოვრებას საჯაროდ განიხილავენ
მრცხვენია რომ ჩემთან ჭორაოებენ ხოლმე საერთო მეგობრებზე

მრცხვენია რომ მე ამ პოსტს გამოვაქვეყნებ,იმისაც შემრცხვება ამ პოსტის გამო რომ დამცინებენ.

მრცხვენია რომ ფეისბუქს ვერ ვანებებ თავს,მიუხედავად იმისა რომ მეგობარს შევპირდი
მრცხვენია რომ ამის გამო ძალიან ცოტას ვკითხულობ
მრცხვენია რომ საშინელი გრამატიკა მაქვს და უფრო მრცხვენია რომ ამის მიუხედავად მაინც მაქვს პრეტენზია ვწერო

მრცხვენია რომ ადამიანებთან ვერ ვახერხებ ნორმალურ ურთიერთობას.
მრცხვენია რომ ნაჩხუბარი ვარ ადამიანთან რომელიც ძალიან მიყვარს და ტრაკი არ მყოფნის მივწერო და ბოდიში მოვუხადო.
მრცხვენია რომ ჩემდაუნებურად ისეთ რამეებს ვახეთქებ მეგობრებს ვტკენ ამით გულს

ამ რამეებისაც მრცხვენია

მრცხვენია ჩემი პომპლექსების
მრცხვენია რომ შავი კურტკით დავდივარ
მრცხვენია რომ საზოგადოება ძალიან შავია
მრცხვენია რომ ადამიანები ერთმანეთს არ ეხუტებიან
მრცხვენია რომ არ უღიმიან ადამიანები ერთმანეთს

მრცხვენია რომ ეკლესია ყველაზე დიდი ავტორიტეტია
მრცხვენია რომ ეკლესია ღმერთის სახელით ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს აკეთებს
მრცხვენია რომ მამაოსთან ჩახუტების გამო მაგინეს

მრცხვენია რომ მეგობარი იმის გამო დამშორდა რომ პირად ცხოვრებაში ხელს ვუშლიდი

მრცხვენია რომ ხანდახან ვტირი ხოლმე,როცა სახლი ძალიან მომენატრება

ძალიან ბევრი რამის მრცხვენია.

ხო მართლა, 6 თებერვალი სირცხვილის დღეა და მინდა სხვებმაც დაწერონ სირცხვილების შესახებ :]]]

შემდეგი პოსტები კი მინდა დაწერონ:
ხელოვნების მახემ და ანი ჭანკოტაძემ

ექსპერტიზა


ავტორი: პაველ არსენევი

თარგმანი რუსულიდან – გ.წურწუმია გ.ხასაია

მოცემული ლექსის მაგალითზე
ჩვენ კვლავ ვნახავთ,
ხელოვნების ნაწარმოებში ჩართული
პოლიტიკური დეკლარაციები
როგორ ასწორხაზოვნებენ
აუბრალოვებენ
და გაყავთ ნაწარმოები
ესთეტიკური სივციდან,
გადაყავთ იგი რომელიღაც სხვა სიბრტყეში.

ჩვენ დავინახავთ, რომ ავტორი შეეცდება
გამოხატოს თავისი პოლიტიკური
მრწამსი და შეხედულებები,
დაუხელოვნებლად შენიღბავს რა მათ
ესთეტიკური ფორმით.
ამ უკანასკნელის ობიექტური ხარისხი კი
ბევრი ექსპერტის აზრით
აღმოჩნდება გაცილებით დაბლა
ვიდრე იმ შემთხვევაში,
თუ ავტორი თავისი საქმით დაკავდებოდა
და უბრალოდ ლექსებს დაწერდა,
საკუთარი სტილისა
და ლიტერატურაში საკუთარი ადგილის ძიებაში.

თუ ავტორი დასაწყისისთვის მოთოკავდა ამპარტავნებას,
კლასიკოსებს წაიკითხავდა,
ისწავლიდა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე
სადაც უდავოდ ძალუძთ მათთვის სიყვარულის ჩანერგვა,
გააცნობიერებდა პოლიტიკისა და ხელოვნების შეუთავსებლობას
და მხოლოდ ამის შემდეგ შეეცდებოდა
შეეთხზა რამე საკუთარი,
სასურველია მიბაძვითი ხასიათის,
ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჯერ კიდევ
შეიძლებოდა გვესაუბრა პოეზიაზე,
მაგრამ მოცემულ შემთხვევაში
ჩვენ თავს უფლებას ვერ მივცემთ
პოეზიაზე ვისაუბროთ.

ჩვენ ასევე დავინახავთ
რომ ავტორს მოუწევს
პირდაპირ ლექსის ტექსტშივე აღიაროს
საკუთარი პრეტენზიების შეუმდგარობა,
თუმცა ჩვენ ასევე შეგვეძლება თვალი ვადევნოთ
რომ უსათუოდ შეეცდება როგორღაც თავი დაიძვრინოს,
რისთვისაც მიმართავს რუსული პოეზიისთვის
ისეთ უცხო მოვლენებს
როგორებიცაა კონცეპტუალიზმი
პოსტმოდერნიზმი დას ხვ.
გარდა ამისა ჩვენ დავინახავთ, რომ ავტორი
მოცემულ ლექსში მკრეხელურად შელახავს
რუსული სილაბო-ტონიკური ლექსის საფუძვლებს,
ჩაყრილებს ისეთი დიდი ადამიანების მიერ
როგორებიც არიან ლომონოსოვი, დერჟავინი, ჟუკოვსკი
და რა თქმა უნდა პუშკინი,
საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ
რომ ავტორი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის
ჭეშმარიტად პატრიოტული დამოკიდებულებით
დიადი ორასწლოვანი რუსული
კულტურის მიმართ.

ვითვალისწინებთ რა ზემოთთქმულს
და ასევე იმას, რომ ავტორი იყენებდა აკრძალულ სიმბოლიკას,
აღვივებდა სიძულვილს
სოციალურ ჯგუფ “ძალაუფლების” მიმართ,
და ბოლოს, შემჩნეული იყო
ცალკეული რადიკალ-მემარცხენე ჯგუფების შეკრებებზე,
ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ
მისი უმწეო ესთეტიკური საქმიანობა
ნამდვილად შეიცავს ექსტრემიზმის კომპონენტებს. თავად კი შეიძლება გასამართლდეს
რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის
280 მუხლის მიხედვით: “მასობრივი
ინფორმაციის საშუალებებით განხორციელებული
საჯარო მოწოდებები ექსტრემისტული საქმიანობისკენ”.

უკეთესი წელი

15 იანვარს გუდიაშვილის სკვერში აქცია–მინიფესტივალი გაიმართა, რომლის მიზანიც გუდიაშვილის სკვერის გადარჩენა იყო. არ ვიცი ეს ფესტივალი რა შედეგს გამოიღებს, მაგრამ ცხადია, რომ აქ ძალიან კარგ რამეს დაედო სათავე. აქციაზე ბევრი ხალხი მოვიდა, სკვერი მთლიანად სავსე იყო. სავსე იყო სკოლის მოსწავლეებით და სტუდენტებით, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია. როგორც იქნა გამოვიდნენ ახალგაზრდები გარეთ! ფესტივალზე ნებისმიერ ადამიანს შეეძლო გაეყიდა რაც უნდოდა, და მყიდველებიც იყვნენ… იყიდებოდა ხელნაკეთი აქსესუარები, ბრელოკები, ერთი კაცი 50 გრამ არაყსაც ყიდდა თავისი მჟავე კიტრით. ახალგაზრდა დედამ გაყიდა მისთვის ყველაზე ძვირფასი რამ რაც იმ მომენტში გააჩნდა. ეს იყო დედის რძე, ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია,ზოგმა მოიწონა,ზოგმა არა… არ ვაპირებ ახლა მეც ამ თემის განხილვას, უბრალოდ ვერანაირად ვერ დავეთანხმები ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ასეთი ადამიანები დაღუპავენ საქართველოს,“ რომ „ეს გოგო ვერ შეძლებს შვილის აღზრდას“ და ა.შ. პირიქით, ვფიქრობ,ის იქნება მსოფლიოში ყველაზე მაგარი დედა. ეს ჩემი აზრია უბრალოდ. ამ თემაზე ბევრს აღარ დავწერ, უკვე საკმარისად ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა.

უბრალოდ ერთი ძალიან კარგი რამე მოხდა – ახალგაზრდებს გაუჩნდათ პროტესტი, გამოვიდნენ გარეთ და ითხოვენ მთავრობისგან არ დაინგრეს ეს სკვერი მაშინ, როცა შეიძლება ეს ადგილი გამაგრდეს და გადარჩეს იქაურობა დანგრევას. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ეს პარკი გახდება ადგილი, სადაც ახალგაზრდები ყოველ საღამოს შეიკრიბებიან და იქ შეკრებას არ ექნება ერთჯერადი აქციების სახე. გამართავენ პატარა კონცერტებს, წაიკითხავენ ლექსებს, დახატავენ ნახატებს და იქვე მოაწყობენ გამოფენებს, გაყიდიან და იყიდიან იმას რაც უნდათ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი გამოაცოცხლებს ახალგაზრდებს და ახდება ამდენი ხნის ოცნება და ახალგაზრდებიც ამოიღებენ ამ ქვეყანაში ოდესმე ხმას. საერთოდაც, 2012 წელი ძალიან კარგად დაიწყო, იმაზე უფრო კარგად ვიდრე წარმოვიდგენდი. ახალგაზრდებმა უფრო აქტიურად დაიწყეს გამოსვლები და პროტესტის გამოხატვა.
გუდიაშვილის აქციიდან ორი დღის შემდეგ სტუდენტურმა ჯგუფმა „ლაბორატორია 1918“-მა აქცია გამართა შრომის კოდექსის წინააღმდეგ, რომელიც ფაქტიობრივად მონურ მდგომარეობაში აყენებს დასაქმებულს. არ აქვთ განსაზღვრული სამუშამო საათი და 8 საათის ნაცვლად 12 საათსაც მუშაობენ დღეში. ასევე დამსაქმებელს შეუძლია ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაანთავისუფლოს მუშა სამსახურიდან.
ასე მოხდა რამდენიმე დღის წინ გორში, ერთ–ერთი სკოლიდან გაათავისუფლეს მასწავლებელი მისი ქმრის პოლიტიკური საქმიანობის გამო.
ქვეყანაში დიდი უსამართლობაა და ამაზე როგორც იქნა გაგვიჩნდა ახალგაზრდებს პროტესტი. ოღონდ ეს ყველაფერი გაცდა ფეისბუქის კედლებს და გადაინაცვლა ქუჩაში. თუმცა ადამიანებისთვის მაინც მიწევს ახსნა, რომ ჩვენ არ ვართ ყველა მთავრობის (რაც აქამდე ყოფილა) ოპოზიცია. არ გვაქვს რაღაც არარსებული მოთხოვნები, ჩვენ არ ვითხოვთ გაბრწყინებულ საქართველოს, ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოს ქართველებისთვის და კიდე ათას უბედურებას, რომლითაც უკვე მართლა დაიღალა ხალხი. დაიღალა ოპოზიციის და ხელისუფლების წარმატებული მუშაობის შემდეგ. ახლა რომ გაიგებენ აქციას ვაწყობთ, დამოკიდებულება ასეთია „არ დაიღალეთ ამდენი უშედეგო და უაზრო აქციებით?“ ჯერ კიდევ არიან სტუდენტები, რომლებიც უკვე დაღლილები არიან ყველაფრით და აღარაფრის ხალისი და სურვილი არ აქვთ. შეიძლება სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ ეს უკვე შეუძლებლად და ფანტასტიკის სფეროდ ეჩვენებათ. მე მესმის კიდეც მათი, მაგრამ მინდა ვუთხრ, რომ თუ მართლა ყველას გვენდომება ცვლილებები, თუ გვექნება თანმიმდევრული მოთხოვნები და ვიქნებით ერთად, დარწმუნებული ვარ, ამ დამპალ ქვეყანაშიც შეიცვლება ოდესმე რამე.

რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ ჩვენს ძალას „მარადმწვანე ოპოზიცია“ გამოიყენებს და შეიძლება ბოლოს მივიღოთ ისეთი მმართველობა რომლისთვისაც არ ვიბრძოდით. მაგალითად, როგორც 80–იან წლებში მოხდა ეს, როცა დაიწყო ეროვნული მოძრაობა. სტუდენტებს, რომლებიც დადიოდნე აქციებზე გულწრფელად უნდოდათ საბჭოთა კავშირისგან განთავისუფლება, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ იქ ვინმეს უნდოდა ის, რაც შემდეგ მიიღეს – ფაშისტი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მისი გიჟური, ქსენოფობიური და საშინელი მმართველობა. ანდა მთელი ის პროცესები, რაც შემდგომ ეტაპზე მოხდა, მაგრამ ეს უკვე მოხდა და ამას ვეღარაფერი შეცვლის. ჩვენ უნდა ვეცადოთ არ დავუშვათ ის შეცდომები, რომელიც დაუშვა წინა თაობამ. აქვე მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს პოსტსაბჭოთა ამბები გულწრფელად არ უნდოდათ და დღესაც აქტიურად მოგვიწოდებენ გამოსვლებისკენ, მოგვცენ კონკრეტული რჩევები, რომ ჩვენც იმავე უფსკრულში არ ჩავცვივდეთ, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ.
ახლა ყველაზე ცუდი არის სახლში ჯდომა და პროცესებში არჩაბმა. რატომღაც მჯერა, რომ 2012 მართლა რეალურ ცვლილებებს მოიტანს და ჩვენც შევძლებთ მივიღოთ ხელმისაწვდომი განათლება, არ დაანგრიონ გუდიაშვილის სკვერი და მუშებმა უფრო ადამიანურ პირობებში იმუშავონ!

ამერიკა ჰაერში

ავტორი: ამირა ბარაკა
თარგმანი ინგლისურიდან გ. წურწუმია, გ. ხასაია

(თუ ადამიანს ჭკუა მოეკითხება,
უნდა დაგმოს ორივე-
საერთაშორისო ტერორიზმიც და სახელმწიფო ტერორიც,
ერთი მეორეს შესანიღბად
რომ არ გამოიყენონ)

ისინი ამტკიცებენ, რომ ტერორისტი
ვიღაც ველური არაბია,
და არა ამერიკელი ტერორისტი ავღანეთში.
არც კუკლუქს-კლანი არც სკინჰედები
არც ის ვინც ზანგების ეკლესიებს აფეთქებს,
არც ის ვინც სიკვდილმისჯილთა საკნებში მიგვერეკება,
ის არც ტრენტ ლოტია
და არც დევიდ დიუკი ან ჯულიანი
ან შუნდლერი, ან ჰელმსი

ის არ ყოფილა პიჯაკში გამოწყობილი გონორეა
თეთრი დაავადება
რომელიც შავებს ხოცავდა

რომელიც ატერორებდა ადამიანთა უმეტესობას
და საღი აზროვნების უნარს სიამოვნებით ართმევდა
ისინი ამბობენ (ვინ ამბობს? ვინ ლაპარაკობს
ვინ უხდის მათ
ვინ იტყუება
ვინ ინიღბება
ვინ იყო მონათმფლობელი
ვის გამოქონდა დოლარები ვირის უკანალიდან
ვინ სუქდებოდა პლანტაციებით

ვინ მოუწყო გენოციდი ინდიელებს
ვინ ცდილობდა შავი ნაციის ამოხოცვას
ვინ ცხოვრობს უოლ-სტრიტზე
ვინ დაგკიდა ყვერებით
ვინ გააუპატიურა დედაშენი
ვინ გაასამართლა მამაშენი ლინჩის წესით
ვის ქონდა ასანთი, ვინ წაუკიდა ცეცხლი
ვინ ქირაობდა მკვლელებს

ვინ ეშმაკი ლაპარაკობს ღვთის სახელით
ვინ არის ყველაზე დიდი
ვინ არის ყველაზე კარგი
ვინ ემსგავსება ქრისტეს
ვინ შექმნა ყოველი
ვინ არის ყველაზე ჭკვიანი
ვინ არის უდიადესი
ვინ არის უმდიდრესი

ვინ გეუბნებათ, რომ მახინჯები ხართ, თავად კი ყველაზე ლამაზები არიან
ვინ ადგენს ხელოვნებას
ვინ ადგენს მეცნიერებას
ვინ დაამზადა ბომბები
იარაღები ვინ დაამზადა
ვინ ყიდულობდა და ყიდდა მონებს
ვინ გიწოდათ მათი სახელი
ვინ თქვა რომ დამერი შეშლილი არ ყოფილა

ვინ|ვინ|ვინ
ვინ გაძარცვა პუერტო-რიკო
ვინ გაძარცვა ინდიელები, ფილიპინელები, მანჰეტენი
ავსტრალია და ჰებრიდები
ვინ დააძალა ოპიუმი ჩინელებს
ვინ ფლობს მათ შენობებს
ვინ არის ფულიანი

ვინ დაგცინით
ვინ გადებთ ბორკილებს
ვინ ფლობს გაზეთებს
ვინ ვაჭრობდა მონებით
ვინ არის მთავარსარდალი
ვინ არის ყალბი პრეზიდენტი
ვინ განაგებს
ვინ არის ბანკირი

ვინ|ვინ|ვინ|
ვის ეკუთვნის მაღაროები
ვინ გიმრუდებს ტვინს
ვისა აქვს პური
ვის ჭირდება მშვიდობა
ომი ვის ჭირდება შენი აზრით

ვინ ფლობს ნავთობს
ვინ არ შრომობს
ვისია მიწები
ვინ არ არის ზანგი
ვინ არის ყველაზე ყველაზე დიდი
ვისია ეს ქალაქი
ვისია ჰაერი
ვისია წყალი

ვინ ფლობს შენს ქოხს
ვინ ძარცვავს და იტაცებს და თაღლითობს და კლავს
და ტყუილს სიმართლედ ასაღებს
ვინ გიწოდებს უშნოს
ვინ ცხოვრობს სასახლეში
ვინ ჩადის უდიდეს დანაშაულს
ვინ გადის შვებულებაში როცა მოუნდება
ვინ მოკლა ყველაზე მეტი ზანგი
ვინ მოკლა ყველაზე მეტი ებრაელი

ვინ მოკლა ყველაზე მეტი იტალიელი
ვინ მოკლა ყველაზე მეტი ირლანდიელი
ვინ მოკლა ყველაზე მეტი აფრიკელი
ვინ მოკლა ყველაზე მეტი იაპონელი
ვინ მოკლა ყველაზე მეტი ლათინოსი
ვინ|ვინ|ვინ|
ვინ ფლობს ოკეანეს
ვინ ფლობს თვითმფრინავებს
ვინ ფლობს სავაჭრო ცენტრებს

ვინ ფლობს ტელევიზიას
ვინ ფლობს რადიოს
ვინ ფლობს წარმოუდგენელ სიმდიდრეს
ვინ ფლობს მფლობელებს, რომლებიც არ არიან ნამდვილი მფლობელები
ვინ ფლობს გარეუბნებს
ვინ ხრავს ქალაქებს
ვინ ადგენს კანონებს
ვინ გახადა ბუში პრეზიდენტი
ვის ჯერა რომ კონფედერატიული დროშა უნდა ფრიალებდეს
ვინ ლაპარაკობს დემოკრატიაზე და ამ დროს ტყუის
ვინ/ვინ/ვინვინ/

ვინ არის გამოცხადებული მხეცი
ვინ არის 666
ვინ გადაწყვიტა
რომ იესო ჯვარს ეცვათ
ვინ არის შენიღბული ეშმაკი
ვინ გამდიდრდა სომხების გენოციდით
ვინ არის ყველაზე დიდი ტერორისტი
ვინ შეცვალა ბიბლია
ვინ მოკლა ყველაზე მეტი ადამიანი

ვინ ჩადის ყველაზე მეტ ბოროტებას
ვის არ უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა
ვის აქვს კოლონიები
ვინ მიიტაცა ყველაზე მეტი მიწა
ვინ მართავს სამყაროს
ვინ ამბობს რომ კარგია და ბოროტს ჩადის
ვინ არის ყველაზე დიდი ჯალათი
ვინ|ვინ|ვინ| ^^^

ვინ ფლობს ნავთობს
ვის უნდა უფრო მეტი ნავთობი
ვინ გაიძულებს სიცრუე დაიჯერო
ვინ|ვინ|???
ვინ შვა ბინ ლადენი იქნებ ეშმაკმა
ვინ აფინანსებს CIA – ს
ვინ იცოდა რომ ბომბი აფეთქდებოდა
ვინ იცის რატომ ისწავლეს თვითმფრინავის მართვა ტერორისტებმა
ფლორიდაში, სან დიეგოში

ვინ იცის როგორ გადაიღო აფეთქება ისრაელის ხუთმა მოქალაქემ
რამაც შეარყია მათი წარმოდგენები
ვინ იყენებს ნავთობის საბადოებს და უარს ამბობს მზის ენერგიაზე
ვინ ამზადებს საკრედიტო ბარათებს
ვინ სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით
ვინ დატოვა დემონსტრაციულად რასიზმის წინააღმდეგ გამართული კონფერენცია
ვინ მოკლა მალკოლმი, კენედი და მისი ძმა

ვინ მოკლა დოქტორი კინგი, ვის აწყობდა ეს?
ხომ არ მიდის ეს კვალი ლინკოლნის მკვლელობასთან?
ვინ შეიჭრა გრენადაში
ვინ შოულობდა ფულს აპარტეიდით
ვინ აქცია ირლანდია კოლონიად
ვინ დაამხო მოგვიანებით ჩილე და ნიკარაგუა
ვინ მოკლა დავიდ სიბეკო, კრის ჰანი,
მათ ვინც მოკლა ბიკო, კაბრალი,
ნერუდა, ალიენდე, ჩე გევარა, სანდინო,

ვინ მოკლა კაბილა, მან ვინც მოკლა ლულუმბა, მონდლანი, ბეტი შაბაზი,
პრინცესა მარგარეტი, რალფ ფიზერსტონი, ლითლ ბობი
მან ვინც დაამწყვდია მანდელა, დორუბა, ჯერონიმო,
ასატა, მუმია, გარვი, დეშილ ჰემეტი, ალფეუს ჰატონი
ვინც მოკლა ჰიუი ნიუტონი, ფრედ ჰამპტონი
მედგარ ევერსი, მიკი სმიტი, უოლტერ როდნი

ეს იგივე ხალხია ვინც ცადა ფიდელის მოწამლვა
ვინც დიდხანს ჩაგრავდა ვიეტნამელებს
ვინც ჯილდო დააწესა ლენინის თავზე
ვინც ებრაელები ღუმელში შერეკა
და ვინც მათ ამაში ეხმარებოდა
ვინც თქვა ”ამერიკა უპირველეს ყოვლისა”
და ვინც თვალი დახუჭა გეტოებზე
ვინ|ვინ|ვინ|

ვინ მოკლა როზა ლუქსემბურგი, ლიბკნეხტი
ვინ ამოხოცა როზენბერგები
და ვინ გაყინა,
აწამა, მოაკვლევინა და გააქრო ადამიანები
ვინ გაზიდა სიმდიდრე ალჟირიდან, ლიბიიდან, ჰაიტიდან,
ირანიდან, ერაყიდან, საუდის არაბეთიდან, ქუვეითიდან, ლიბანიდან,
სირიიდან, ეგვიპტიდან, იორდანიიდან, პალესტინიდან

ვინ დააჭრა ხელები კონგოში ადამიანებს
ვინ შექმნა შიდსი ვინ გაუვსო ინდიელებს საბნები მიკრობებით
ვინ მოუწყო ”გოდების გზა”
ვინ ააფეთქა მეინი
და წამოიწყო ესპანურ-ამერიკული ომი
ვინ დააბრუნა შარონი ხელისუფლებაში
ვინ უმაგრებდა ზურგს ბატისტას, ჰიტლერს, ბილბოს
ჩან კაი-შის
ვინ|ვინ|ვინ|

ვის მოუვიდა აზრად, რომ პოზიტიური დისკრიმინაცია ხელს შეუწყობდა
სამხრეთის რეკონსტრუქციას, ახალ კურსს, ახალი გამოწვევებს,
დიადი საზოგადოების ჩამოყალიბებას
ვისთვის მუშაობს ტომ-ტრაკა კლარენსი
ვინ იცის რა კლიზმაა კონდოლიზა

ვინ გადაუხადა კონელის რომ სათამაშო ზანგი გამხდარიყო

ვინ მიანიჭა გენიოსის ჯილდო Homo Locus
Subsidere-ს
ვინ ჩამოაგდო ნკრუმა, ბიშოპი

ვინ მოწამლა რობესონი
ვინ ცდილობს ციხეში გამოამწყვდიოს დუბუა
ვინ გამოკეტა ჯამილ ალ ამინი, როზენბერგები, გარვი,
სკოტსბოროელი ბიჭები, ჰოლივუდური ათეული

ვინ მოუკიდა ცეცხლი რეიხსტაგს 33-ში
ვინ იცოდა რომ მსოფლიო სავაჭრო ცენტრი უნდა დაბომბილიყო
ვინ გააფრთხილა ტყუპებში მომუშავე 4000 ისრაელი
იმ დღეს სახლში დარჩენილიყო
რატომ გაერიდა შარონი?
ვინ|ვინ|ვინ
ცეცხლის ალში ეშმაკის სახე გამოჩნდა გაზეთები წერდნენ
ვინ ვინ ვინ ვინ
ვინ შოულობს ფულს ომით

ვინ შოულობს ფულს შიშით და ტყუილით
ვის აწყობს სამყარო როგორიც არის
ვის უნდა სამყარო იმართებოდეს იმპერიალიზმით და ნაციონალური ჩაგვრით
და ტერორით, შიმშილით და სიღატაკით.
ვინ განაგებს ჯოჯოხეთს?

ვინ არის ყველაზე ძლევამოსილი

იცი ვინმე ვისაც ღმერთი უნახავს?

ეშმაკი კი ყველას უნახავს

როგორც ცეცხლში გახვეული ბუ, რომელიც ფეთქდება
შენს ცხოვრებაში, შენს გონებაში, შენს შიგნით
(როგორც ბუ, რომელიც ცნობს ეშმაკს)
მთელი ღამე მთელი დღე, ყურს თუ დაუგდებ, როგორც ბუ
რომელიც ცეცხლში ფეთქდება. ჩვენ ცოფიანი ძაღლის ყმუილივით
გვესმის საზარელ ცეცხლში დასმული კითხვები -
ჯოჯოხეთის ცეცლიდან ამორწყეული მჟავა
ვინ და ვინ და ვინ (+) ვინ ვინ ^

ვიიიინ ვიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიინ!